რეზონანსი
08.02.2023

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან პერსონალურად მიმართა, ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს და თქვა, რომ ჯონსონმა შეძლო მთელი მსოფლიოს გაერთიანება, როცა ეს შეუძლებელი ჩანდა.

"უკრაინელი ხალხის მადლობა თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით. დიდი ბრიტანეთი ომის პირველივე წუთიდან ჩვენს გვერდით დადგა და დახმარების ხელი გამოგვიწოდა და ეს მოხდა მაშინ, როდესაც მსოფლიოს ჯერ კიდევ ვერ გაეგო რა მოხდა. ბორის, შენ მსოფლიო გააერთიანე, როცა ეს აბსოლუტურად, აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა. დიდი მადლობა. თითოეულმა თქვენგანმა ბრიტანული ხასიათი და მებრძოლი სული გამოავლინეთ, რაც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მაშინ როდესაც მეორე მსოფლიო ომის დრო ჩვენი ხალხი ერთმანეთისგან რკინის ფარდით იყვნენ გაყოფილი, ჩვენ ერთიანი იდეებისა და თავისუფლებისთვის ვიბრძოდით. ბოროტება დამარცხდება. ჩვენ ბოროტებაზე გავიმარჯვებთ", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში დღეს 8 თებერვალს ჩავიდა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლამდე ის ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს შეხვდა, მოგვიანებით კი დაგეგმილია შეხვედრა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მეორესთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×