
სიმართლე ერთია: მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაიწყოს ჭამა, მას ეს თავისუფლად შეუძლია და ყველანაირი სპეკულაცია და პრობლემა აქ დამთავრებულია - ეს არის თავი და თავი ყველაფრის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში" განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ლობიზმში თითქმის მილიონ ლარამდეა გადახდილი.
„თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი მილიონი იქნება ცალკე გადახდილი, რომ შემდეგ ამ დალობირებულის აღსრულება და გაშლა მოხდეს მთელი ევროპის მასშტაბით. რიტორიკულ კითხვას დავსვამდი: საიდან ეს თანხები? ეს არის ქვეყნიდან მოპარული ფული, რომელსაც პატიმარ, დამნაშავე სააკაშვილის ფეიკ-ნიუსებში, იმიტირებულ პროცესებში და აღქმების ჩამოყალიბებაში ხარჯავენ. ამ თანხების მეათედი, რომელიც ლობირებაში იხარჯება, სააკაშვილის ოჯახმა, მეგობრებმა ან პარტიამ მის ჯანსაღ კვებაში რომ დახარჯონ, აქ მთავრდება პრობლემა", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.