რეზონანსი
07.02.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს ეს, უკრაინული მხარე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მოსწონს ეს მას თუ არა, სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი იმ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ, კონკრეტულ არგუმენტებზე და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით. ასე გამოეხმაურა ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

„ისეთი განცხადებები კეთდება, რომელიც პირდაპირ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ვინც არ უნდა იყოს ეს, უკრაინული მხარე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მოსწონს ეს მას თუ არა, სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი იმ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ, კონკრეტულ არგუმენტებზე და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით. თითოეული ადამიანის, მათ შორის სააკაშვილის უფლებები არის ძალიან მაღალი სტანდარტით დაცული. კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი", - აცხადებს მიქანაძე.

კიდევ ერთი პროვოკაციული გზავნილი კიევიდან - უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×