რეზონანსი
07.02.2023

„ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული შტაბების ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განაცხადებით, ოპოზიციამ საპარლამენტო მანდატები არ უნდა დატოვოს.

მისი თხოვნაა, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე მანდატებს "ჩააბარებდნენ".

რაც შეეხება პროტესტს, როგორც ჩალაძე აცხადებს, "გრაფიკი" ხალხის მოთხოვნის შესაბამისად უნდა შედგეს და თუ ხალხში არ იქნება მოთხოვნა, აქციები არ ჩატარდება.

"ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი გრაფიკი, რასაც ხალხი მოითხოვს. თუ ხალხში არ იქნება მოთხოვნა აქციებზე, არ ჩატარდება. თუ იქნება მთავრობის ცვლილების მოთხოვნა, შეიცვლება მთავრობა, რასაც ხალხი ითხოვს, ის უნდა მოხდეს. სხვანაირად ან რუსეთში ან ბელარუსიში აღმოვჩნდებით.

ვთვლი, რომ მანდატები არ უნდა დავტოვოთ. ჩემი აზრით, მანდატი არის საშუალება, რომ ადგილზე ვიბრძოლოთ, ადგილზე შევქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი, იმ ფორმებით, რომელიც დისკუსირებული იქნება იმ ადამიანებთან, ვისაც ეს მანდატები გააჩნიათ.

ადამიანებმა მისცეს მანდატები იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან მმართველობით რგოლში და მე ვთხოვდი, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე მანდატებს ჩააბარებდნენ.

მანდატის ჩაბარება არის 1 - საათიანი ემოციური ბოლის გამოშვების ქმედება, რომელსაც შედეგი არ მოყვება. თუმცა, ეფექტურ ბოიკოტის ქმედებებზე შეიძლება შეთანხმება. უნდა მივიღოთ ისეთი ფორმა, რომელიც შედეგის მომტანი იქნება", - განაცხადა ჩალაძემ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა სამომავლოდ მასშტაბური აქციები, ჩალაძე პასუხობს:

"იმედი მაქვს ამის საჭიროება არ გახდება და გვეყოფა ისეთი შეკრებები, რომელიც იმართება. ჩვენი მიზანია, მოკლე დროში შედეგის მიღწევა", - აღნიშნა ჩალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×