რეზონანსი
07.02.2023

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „ნაცმოძრაობას" როგორც შეეძლო, უკვე დააზიანა რეკომენდაციების შესრულების პროცესი. ამის შესახებ მან „ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობამ" მაქსიმუმი გააკეთა, რომ თავიანთი მხრიდან ეს პროცესი ჩიხში შეეყვანათ.

„მე მგონია, რომ „ნაცმოძრაობას" როგორც შეეძლო, უკვე დააზიანა ეს პროცესი - მაქსიმუმი გააკეთეს, რომ თავიანთი მხრიდან ეს პროცესი ჩიხში შეეყვანათ. არაფერში არ მიიღეს მონაწილეობა, ყველაფერს ბოიკოტი გამოუცხადეს, ყველაფრის მიმართ ყველა დონეზე ნეგატიური კომენტარები აკეთეს - საქართველოშიც, ქვეყნის გარეთაც. რაც შეეძლოთ, მათ გააფუჭეს. კარგია, რომ მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველომ, მაგრამ 12 რეკომენდაცია თუ არ შესრულდა, მხოლოდ ამ შეფასების კრიტერიუმებით საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება", შეასრულოს რეკომენდაციების ის ნაწილი, რომელიც დღემდე შეუსრულებელია. ზოგ შემთხვევაში ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ „ოცნების" ნება, არამედ ოპოზიციის მონაწილეობაც. თუმცა არის საკითხები, სადაც საკმარისი ხმები აქვთ - მაგალითად, სასამართლოს რეფორმის საკითხში. ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ საბოლოო ჯამში დამდგარი შედეგის მიმართ გვქონდეს სწორი წარმოდგენა: რისი გაკეთება შეგვეძლო დამატებით, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო; და თუ მივიღებთ ამ სტატუსს, ყველას გვქონდეს იმის განცდა, რომ ჩვენი წვლილიც არის ამ ისტორიულ მოვლენაში", - აცხადებს იოსელიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×