რეზონანსი
07.02.2023

მგონი მათ უბრალოდ მუშაობა ეზარებათ, მაგრამ უფრო სერიოზულად თუ ვიტყვით, მათ შორის ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში, როდესაც ბოლო პუნქტები დარჩა შესასრულებელი, და უმეტესწილად მათზეა დამოკიდებული, შესრულდება თუ არა, ახლა ბოიკოტირება რამდენად რელევანტურია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს საზოგადოებამ განსაჯოს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ნაცმოძრაობაზე საუბრისას განაცხადა.

„ბოიკოტის არსი რაში მდგომარეობს: ამირჩიეს პარლამენტის წევრად, მერე დავწერო განცხადება, რომ ბოიკოტს ვუცხადებ სხდომებს, არ მოვიდე 4 წლის განმავლობაში და ხელფასი ავიღო და პარლამენტარი მერქვას, ასე არ ხდება. ეს არ არის ბოიკოტის წესი. ბოიკოტის წესია, რომ კონკეტულ სხდომებს, საკითხებს უცხადებ ბოიკოტს და პოლიტიკური შეხედულებების გამო, ამ საკითხების განხილვას არ ესწრები, ესენი დაწერენ ხოლმე ბოიკოტს და მიდიან მერე 1 თვე სადღაც. ამას ეძახიან ბოიკოტს, ეს არასწორი პრაქტიკაა. თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ. ვითომ დაალაგეს სპეკულაციური კამპანია და ახლა შევიდნენ ჩიხში", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×