რეზონანსი
06.02.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მას სხვა მოლოდინი არ ჰქონია. ამის შესახებ მან მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომლის მიხედვითაც მან არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობა.

„ბრავო, ბრავო, არაჩვეულებრივია, აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ.

არანაირი სხვა მოლოდინი არც მე მქონია და არც ჩემს შვილს, იმიტომ, რომ ამ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვა გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა ყოფილიყო. არანორმალურები უნდა ვიყოთ, რომ სხვა მოლოდინი გვქონოდა. მშვენივრად ვიცით რა პირობებშიც გვიხდება ცხოვრება. ერთადერთი მოკავშირე ამ ხელისუფლებას ჰყავს რუსეთში. ეს არის დღეს რეალობა. მთელი პროგრესული კაცობრიობა არის ჩემი შვილის მხარეს. ახლა იქნება სტრასბურგი", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×