რეზონანსი
06.02.2023

ფინანსთა სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალება, რომ ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასებზე მუდმივი მონიტორინგი აწარმოონ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ფასების რეგულირების თვალსაზრისით, სამუშაოები დაწყებულია და მთავრობას ორ კვირაში გარკვეული შედეგები უკვე ექნება.

„მოსახლეობისთვის გაზრდილი ფასები მნიშვნელოვანი გამოწვევაა. არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, ზოგიერთ სექტორში კონკურენციის შეზღუდვის საჭიროება არსებობდეს. კონკურენციის სააგენტოს დაევალა, რომ მოიკვლიოს საკითხები. ჩვენ წინასწარი შეზღუდვები განვიხილეთ. ფინანსთა სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებმა პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასებზე მუდმივი მონიტორინგი ვაწარმოოთ. გვინდა, რომ არაკონკურენტული მოქმედების ფაქტები მაქსიმალურად გამოირიცხოს.

ფასები თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის პირობებში უნდა ყალიბდებოდეს. ანალიზი ცხადყოფს, რომ ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე მარჟები საკმაოდ მაღალია, რაც გარკვეულ ეჭვს ბადებს.

ერთი რამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს ის შედეგი, რაც ყველას სურს - ფასები უნდა იყოს ობიექტური, როგორც ეს მედიკამენტების შემთხვევაში მოხდა. ევროპის ბევრ ქვეყანაში შემზღუდავი პრაქტიკა არსებობს. საქართველოში დაგვჭირდება თუ არა დამატებითი ზომების მიღება, ეს უკვე სამუშაო პროცესში გამოიკვეთება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. ორი კვირის ვადაში, ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, გარკვეული შედეგები უკვე გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×