რეზონანსი
05.02.2023

რუსთავში ცოლმა ქმარი დაჭრა. "ინფო რუსთავის" ცნობით, შარტავას ქუჩის მიმდებარედ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ცოლსა და ქმარს შორის კამათი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა რა დროსაც 40 წლამდე ქალმა ასევე 40 წლამდე კაცს დანით, გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. კაცი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწინა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცავებმა ქალი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს.

"ინფო რუსთავი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×