რეზონანსი
04.02.2023

პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში მიიღებენ ქუჩაში ომს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ჩალაძემ „ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერების ძალიან ძლიერი, დიდი არმია. ჩალაძე აცხადებს, რომ ისინი არიან სააკაშვილის ერთგული მხარდამჭერები.

„დარწმუნებული ვარ, რომ თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა: პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში მიიღებენ ქუჩაში ომს. ეს იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა", - აცხადებს გიორგი ჩალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×