რეზონანსი
03.02.2023

„ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ყველაზე დიდი „ფსონი" მაგიდაზე უკვე დადო, შეთავაზების სახით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააჟღერა,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის წევრმა" ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შტაბები შეიქმნება.

როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსი" განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ახალი თავმჯდომარის განცხადებებით დაბნეულები არიან.

„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებების გაკეთების წარმატებული გამოცდილება აქვთ. ოფისის გადაფორმებაზე არ ვიცი, მაგრამ დანარჩენ ნაწილზე საუბარი ნამდვილად იყო და ეს მაგიდაზე უკვე დადეს.

პირველ რიგში, თუ „ნაციონალურ მოძრაობას" რამე წნეხის შექმნა უნდა, „ქართული ოცნების" მიმართ, უნდა დაიწყოს საკუთარი თავის ნორმალიზება და რეალური პასუხისმგებლობის აღება, რაც ამომრჩეველმა ამ პარტიას დააკისრა. პარტია უნდა ჩამოყალიბდეს რა არის მისი სტრატეგია და თანმიმდევრულად გაყვეს მას. „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დაბნეულები არიან, ახალი თავმჯდომარის ასეთმა განცხადებებმა, გაურკვევლობა შემოიტანა",- განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, მან NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ერთის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს დღის წესრიგი შეინარჩუნოს, ხოლო ოპოზიცია ცდილობს პარტიული ინტერესიდან ამოვიდეს და დამკვეთების სურვილები შეასრულოს.

"პოლიტიკურმა დღის წესრიგმა ბმა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებთან დაკარგა. პირველ რიგში, დაკარგა უპასუხისმგებლო პოლიტიკური აქტორების გამო. საბოლოო ჯამში, ჩვენ კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს. ერთის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს დღის წესრიგი შეინარჩუნოს, რომელიც მისთვის ელექტორალურად საინტერესო და მომგებიანია და არა იმიტომ, რომ მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობდეს. მეორეს მხრივ, ოპოზიცია ცდილობს პარტიული ინტერესიდან ამოვიდეს და დამკვეთების სურვილები შეასრულოს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შტაბები შეიქმნება.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს გეგმა პარტიის ბიუჯეტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მიმართვასაც გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×