რეზონანსი
02.02.2023

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ კანონის მიხედვით უნდა მოხდეს ყველანაირი პროცესისა თუ ნაბიჯის გადადგმა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ამ შემთხვევაში, ჰუმანიტარული მიზნებით, ადამიანის გაშვება შეიძლება კეთილშობილური ჟესტი იყოს, მაგრამ ეს თუ არ მოდის კანონმდებლობასთან თანხვედრაში, მაშინ სახელმწიფო ამას ვერ გააკეთებს. ასევე მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილის გარდა, საქართველოში 8000-ზე მეტი სხვა პატიმარია, რომლებმაც ასევე შეიძლება შემდგომში იგივე გააკეთონ, მაშინ 8000-ვე ჰუმანიტარული მოსაზრებით გავუშვათ და საერთოდ ჩამოგვენგრევა სამართლებრივი სახელმწიფო. ამიტომ ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ასეთი განცხადებები, როდესაც ვინმე ამბობს, რომ კანონი არ აინტერესებს და ამ შემთხვევაში მთავარია სხვა მოცემულობა", - განაცხადა სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×