რეზონანსი
02.02.2023

საქართველოს პარლამენტის წევრი და მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ NDI-ს კვლევებსა და ევროპარლამენტარების განცხადებებზე კომენტარი გააკეთა.

„ევროპარლამენტარების მცირე, მაგრამ „ჭარბად მეტყველმა" ჯგუფმა, პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში, არაობიექტურობის ხარისხი მნიშვნელივნად გაზარდა. ქართველი ხალხი სხვაა, ხელისუფლება კი საკუთარ საზოგადოებას დაშორდაო, გვახსენებენ ყოველდღე. მათივე კვლევის მიხედვით კი, ხალხი ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტად ენდობა და მის მიმართ მხარდაჭერას ზრდის. ხალხს ყველაფერი კარგად ესმის და ყველაფერს კარგად ხედავს. ეს არის ვითარება, როდესაც მმართველი გუნდი იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ხალხი კი აზღვევს საკუთარ ხელისუფლებას. ასე მშვიდობაც გარანტირებული იქნება და ქვეყნის სუვერენიტეტიც. ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი კი ყოველდღე შორდება ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რაც სამწუხაროა და ასევე სახიფათო თავად ევროპისთვის. ცარიელ დარბაზში მყოფი სააკაშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა, თბილისის ქუჩებში მის მხარდამჭერთა რაოდენობას ემთხვევა, რაც ნამდვილად არ არის სამწუხარო, პირიქით, მსოფლიომ დაინახა, თუ რამდენად მილევადია სააკაშვილის და ოპოზიციის რესურსი საქართველოშიც და მის საზღვრებს მიღმაც", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×