რეზონანსი
02.02.2023

არ ველოდები, რომ ჩვენი რეფორმის გამო ნებართვების რაოდენობა შემცირდეს, ან ტაქსების რაოდენობა გაიზარდოს, - ამის შესახებ „ქრონიკაში ჩართვისას დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი არ ითვალისწინებს და მისი მიზანი არ არის გაიზარდოს ან შემცირდეს დედაქალაქში ტაქსების რაოდენობა. მისივე განმარტებით, კერძოდ, ტაქსების რაოდენობას განაპირობებს ა კატეგორიაზე არსებული ბაზრის მოთხოვნა.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პირველ აპრილს, არსებული სისტემის მეშვეობით, ჩვენ რაც დავაანონსეთ, იმაზე მეტი ნებართვა გაიცემა, ვიდრე მანქანა დადის. შესაბამისად, წლების განმავლობაში, ეს ყველაფერი ბაზრის პირობებში დარეგულირდება და საბოლოო ჯამში, ქალაქში ივლის იმდენი მანქანა, რომელიც იქნება ადეკვატური და ქალაქი მგზავრთა მოთხოვნის შესაბამისად. არ ველოდები, რომ ჩვენი რეფორმის გამო ნებართვების რაოდენობა შემცირდეს, ან ტაქსების რაოდენობა გაიზარდოს", - განაცხადა ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×