რეზონანსი
02.02.2023

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გიული ალასანიას განმარტებით, ექსპრეზიდენტს არც ერთი ორგანო ჯანმრთელი არ დარჩა.

მისივე თქმით, ის ბრალდებები, რომლებიც სააკაშვილის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის შეგნებულად დაზიანებას ეხება, სიმართლეს არ შეესაბამება.

"მდგომარეობა არის მძიმე. ფაქტობრივად, შიგნით ადამიანს ორგანო აღარ დარჩა ჯანმრთელი. ჩვენ არაფერ შუაში არ ვართო, ისინიც არიანო შუაში.. გამოდის, რომ ყველაფერი თვითონ დაიმართა, სხვათა შორის მოწამვლის ჩათვლით, თავიც მოიწამლა თურმე. მე ვფიქრობ, რომ მოეკითხება ყველას სწორედ, ვინც ამხელა ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა," - განაცხადა გიული ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×