რეზონანსი
02.02.2023

რეიტინგები გავზომოთ საპარლამენტო არჩევნებზე - ჩვენი მხარდაჭერა არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული რეიტინგი წინა კვლევასთან შედარებით შემცირებულია.

მისი თქმით, პარტიის რეიტინგის ამ ტიპის კვლევით განსაზღვრა არარელევანტურია.

"პარტიაში გვქონდა შიდაკონკურენცია, როდესაც პარტიაში არჩევნები ტარდება და სირთულეა, რა თქმა უნდა, შეიძლება კონკრეტული მომენტისთვის მაღალი შედეგი ვერ აჩვენო. "ოცნებას" კვლევაში 25% უწერია, მაგრამ არჩევნებზე რამდენს იღებს ხომ? ამიტომ არარელევანტურია სატელეფონო გამოკითხვით ჩატარებული ამ ტიპის კვლევები. როდესაც გამოკითხულთა 55% არ გაძლევს პასუხს ან არ იცის, დანარჩენი გამოკითხულებიდან გამომდინარე იმსჯელო, რა რეიტინგი აქვს კონკრეტულ, პარტიას ეს რელევანტური არაა", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×