რეზონანსი
02.02.2023

მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში. ამის მიზანია, რომ საკუთარი PR კამპანიით და უცხოელების ჩართულობით როგორმე მოხდეს მისი ციხიდან დახსნა. ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს.

"ხელისუფლება ამას აკეთებს 2012 წლიდან მოყოლებული. ხაზს არ გავუსვამ, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე, საზოგადოებამ ყველაფერი იცის. ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ ადამიანი {მიხეილ სააკაშვილი} მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში. ამის მიზანია ის, რომ საკუთარი PR კამპანიით, უცხოელების ჩართულობით როგორმე მოხდეს მისი ციხიდან დახსნა. ეს შეუძლებელია. ადამიანს კონკრეტული დანაშაული აქვს, კონკრეტულ საქმეებზე აქვს მისჯილი. პატიმარს ნუ ატყუებენ, პირიქით დაეხმარონ, ხელი შეუწყონ, რომ გამოიყვანონ თვითდაზიანების რეჟიმიდან, ნორმალურად იკვებოს", -აღნიშნა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×