რეზონანსი
01.02.2023

"ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი პარტიის ახალ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროა გაერთიანება და ფრონტის ხაზზე საერთო სტრატეგიით ბრძოლა.

"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება მთავარი თემა საპროტესტო აქციების, საზოგადოება ვერ შეეგუება და ვერ ვიქნებით მკვლელობის პროცესის ჩუმი თანამონაწილეები. ეს არის პოლიტიკური შურისძიება. მე დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვისაც შეურაცხმყოფელია ეს თემა იმიტომ, რომ არ შეიძლება სახელმწიფო ესე ძალადობდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე. მე ვიცნობ ბევრს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანს, ვისთვისაც ეს ფორმა მიუღებელია.

ახალი არჩევნები დღის წესრიგში დადგა იმიტომ, რომ ჩვენი ელექტორატისთვის გაჩნდა კითხვები, რატომ არ აქტიურობდა პარტია, შესაბამისად დადგა დღის წესრიგში ახალი ლეგიტიმაციის.

მარტო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებიასთან დაკავშირებული პარტიის მოქმედებები არ იყო მთავარი თემა. იქ იყო პარტიის უმოძრაობა, პარტიის სტრუქტურა, ორგანიზება და ა.შ ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით ენმ დარჩა მიხეილ სააკაშვილის პარტიად და ეს არის მთავარი ამოცანა.

ჩვენ რეგიონებში უნდა გავაძლიეროთ პარტიის ოფისები, აქამდე რაიონული ოფისები 2 წელი არ ფუნქციონირებდა. უნდა შევკრათ და გავაერთიანოთ პარტია. მძიმე წინასაარჩევნო პერიოდი გავიარეთ ახლა უნდა დამშვიდდეს პროცესები. ჩვენ ოპონენტებს უნდა შევთავაზოთ პირობითად, რომ უნდა გავერთიანდეთ და საერთო სტრატეგია შევიმუშაოთ და გავაგრძელოთ ერთიანი ფრონტით ბრძოლა პარტიის და ქვეყნის გამოწვევების წინაშე,"- აცხადებს ბეჟაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×