რეზონანსი
01.02.2023

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

„ყველამ იცით, რომ 2018 წლიდან ვახორციელებთ ტაქსების რეფორმას. 2019 წელს ამ რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყო. წელს კი, პირველი აპრილიდან ამოქმედდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები, სიახლეები და ხვალ დეტალურად წარმოგიდგენთ მას. მინდა, ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვო, ყურადღებით გაეცნოს ამ ინფორმაციას.

ხვალიდან, თვენახევრის განმავლობაში ვაწარმოებთ საკმაოდ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. ტაქსის მძღოლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, გარდა ამისა, გადამზადებული არიან მერიის თერთმეტივე სერვის-ცენტრის თანამშრომლები, ცხელი ხაზის ოპერატორები და მზად არიან, დაეხმარონ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×