რეზონანსი
31.01.2023

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადება და სამკურნალოდ გადაყვანა სამართლებრივი საკითხია, რომელშიც საპატრიარქო არ ჩაერევა.

გარდა ამისა, პროტოპრესვიტერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის კუთხით დახმარებას უწევენ.

"სასულიერო პირების პოზიცია და ნებისმიერი ადამიანის პოზიცია ასეც შეიძლება იყოს, რომ ჩვენ შეგვიძლია, რომ ყველა ადამიანი იყოს ჯანმრთელად და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა იყოს დაცული. ადამიანურად, რა თქმა უნდა, გასაგებია და ძალიან სამწუხაროა მისი ეს მდგომარეობა, არსებობს სამართლებრივი მიდგომა, ამასთან დაკავშირებით, ვისაც კი ხელეწიფება, რომ ჯანმრთელობის კუთხით მას დახმარება გაუწიონ უნდა გაუწიონ, აუცილებლად უნდა გაუწიონ ეს დახმარება და მე ვიცი, რომ ამ დახმარებას მას უწევენ. რაც შეეხება მის გათავისუფლების და უცხოეთში [სამკურნალოდ] გადაყვანის საკითხს ეს სცილდება საქართველოს ეკლესიის კომპეტენციას" - ამბობს გიორგი ზვიადაძე.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა "ვივა მედის" ექიმებისგან რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის შეთავაზება მიიღო, რაზეც დათანხმდა, თუმცა უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს რეანიმაციაში.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×