
ის ხალხი, რომელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, ხაბეიშვილის არჩევით კიდევ უფრო სკეპტიკურად განწყობილი გახდა,- ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში" განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ რეალობას არ შეუძლია ახალი ამომრჩევლის მოზიდვა.
„მე მგონია, რომ „ნაცმოძრაობაში" არსებულ რეალობას არ შეუძლია მოიზიდოს ახალი ამომრჩევლები, პირიქით ხელს შეუწყობს ამომრჩევლების კარგვას, უბრალოდ, არავინ იცის, რამდენად სწრაფად მოხდება ეს. შესაძლოა, იმდენად სწრაფად არ მოხდეს, რომ ვთქვათ, ერთი არჩევნები კიდევ მოხდეს გათამაშება „ნაცმოძრაობის", როგორც საფრთხობელის. თუმცა, ვფიქრობ, რომ ძალიან სარისკოა ეს ნაბიჯი. „ქართული ოცნების" ადგილას მე გამიჭირდებოდა ამის გარისკვა, რადგან შესაძლოა, უცებ წინასაარჩევნოდ ამ მტრის ხატისგან არაფერი დარჩეს და და სახელდახელოდ მოუწიოთ რამის მოფიქრება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.