რეზონანსი
31.01.2023

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, სიცრუეს უწოდებს კლინიკა „ვივამედის" დირექტორი. ნინო ნადირაძე „ქრონიკასთან" ამბობს, რომ სააკაშვილი პალატაშია და დღის განმავლობაში მასთან გიული ალასანია და ადვოკატებიც იმყოფებოდნენ.

„დღეს დილიდან დედამისიც იყო, ასევე ორი ადვოკატი, კიდევ ორს ელოდება, მგონი შევიდნენ. პაციენტი იმყოფება ისევ თავის პალატაში. ჩვენ გამოვდივართ მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს", - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

მიხეილ სააკშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია გიორგი ჩალაძემ გაავრცელა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×