რეზონანსი
31.01.2023

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ევროკომისიამ "პოლიტიკური გადაწყვეტილება" მიიღოს და საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭოს. მისივე მტკიცებით, ხელისუფლება რეკომენდაციებს ზედმიწევნით შეასრულებს, რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ამის შემცირება, ცალმხრივად ვერ მოხდება.

"ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, შესრულებული იქნება ეს 12-ვე პუნქტი. ერთ-ერთი მიმართულება ეს არის პოლარიზება, ეს ცხადია, ცალმხრივად ვერ მოხდება, შეუძლებელია, ძალიან ბევრი გვაქვს ამაზე ნასაუბრები, თუმცა სხვა რეკომენდაციები რაც იყო ყველაფერი ზედმიწევნით იქნება შესრულებული.

თუმცა შედეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მე არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი, არც ამას არ გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რაც მაშინ მიიღეს", - თქვა კალაძემ.

მისი აზრით, არანაირი ახსნა განმარტება არ ჰქონდა იმას, თუ რატომ არ მისცეს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ის მიანიჭეს მოლდოვასა და უკრაინას.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×