რეზონანსი
30.01.2023

ეს არის რეალურად იმ მდგომარეობის ლუსტრაცია, რაც არის ამ პოლიტიკურ პარტიაში. ყველა ვხედავთ, თუ რა პოლიტიკური ფიგურაა არჩეული თავმჯდომარედ და შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ როგორ გაგრძელდება მოვლენები, - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას.

მისი თქმით, ხაბეიშვილი ფორმალური თავმჯდომარე იქნება.

„სამწუხაროა, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიაა დღეს საქართველოში ნომერ მეორე პარტია. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ეს ვითარება შეიცვლება. ამ კუთხით, ხაბეიშვილის არჩევა წინ გადადგმული ნაბიჯია და მისი არჩევა ხელს შეუწყობს სერიოზული ცვლილებების შეტანას ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. დიდი ალბათობით, „ნაცმოძრაობა" ჩანაცვლდება ისეთი ოპოზიციური ძალებით, რომლებიც კონსტუქციული თანამშრომლობისკენ იქნებიან მომართული. რა თქმა უნდა, ხაბეიშვილი ფორმალური თავმჯდომარე იქნება. „ნაციონალურ მოძრაობაში" იგივე პრაქტიკა გრძელდება, რაც მანამდე იყო ჩამოყალიბებული. რეალურად არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი და მათი გავლენებით გაგრძელდება პროცესები ამ პოლიტიკურ პარტიაში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სხვას არაფერს ველოდით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52.58% მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×