რეზონანსი
30.01.2023

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნები დასრულდა. ნებისმიერი პარტიის განვითარებისთვის პერიოდული შიდა დემოკრატიული არჩევნები არის განვითარების მთავარი პირობა. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ეს პრაქტიკა არავის დაუმკვიდრებია და არსებობენ პარტიები, რომლებსაც ბოლო 30 წელია, უცვლელი თავმჯდომარე ჰყავთ. ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჩატარდეს არჩევნები?! ამიტომაც არის „ოცნება“ ერთი ადამიანის პარტია!

კანდიდატების მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და ამომრჩეველს არაერთგვაროვანი განწყობა და დამოკიდებულება ჰქონდათ. ასევე, სასიამოვნო არ იყო საჯაროდ გამოტანილი პოლიტიკური კინკლაობა. თუმცა, აქ პროცესია უმთავრესი და მომავალში, დარწმუნებული ვარ, ყოველ 2-4 წელიწადში, ამ პარტიაში არჩევნები ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  კარი ღიაა და პოლიტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს საკუთარი პოლიტიკური გზა ამ პარტიაში.

ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით  შეივსება!" - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×