რეზონანსი
30.01.2023

საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციების თვალსაზრისით, ჩვენ ვართ მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე ბიზნესის კეთების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროკავშირის ჩართულობით საქართველომ ახალი პროექტის - შავი ზღვის ელექტრო კაბელის განხორციელება დაიწყო, რომელზეც 4 ქვეყანა მუშაობს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ჩვენ ბოლო ორი წელია შევძელით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა. შარშანწინ გვქონდა 10,5% ზრდა, შარშან 10%, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციების თვალსაზრისით, მეშვიდე ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიზნესის კეთების მიმართულებით, ასევე ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ ბიუროკრატიული და ნაკლებ ბარიერების ქვეყანა და ყოველთვის მივესალმებით ავსტრიელი ინვესტორების შემობრძანებას საქართველოში.

ჩვენ ახლა დავიწყეთ სტრატეგიული პროექტის განხორციელება, ევროკავშირის ჩართულობით. ეს არის შავი ზღვის ელექტრო კაბელი, რომელზეც უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი. 4 ქვეყანაა ჩართული ამ თემაზე - საქართველო, აზერბაიჯანი რუმინეთი და უნგრეთი. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, სამაგალითო პროექტი და ეს არის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობის. ეს და სხვა პროექტები, რა თქმა უნდა, დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე, კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს და ეს ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ჩვენ ორმხრივად უნდა გავაძლიეროთ", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×