
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის მედდის ინტერვიუს ეხმიანება.
როგორც ზარქუა ამბობს, საზოგადოება, გასაჯაროებული ვიდეოების საშუალებით, აქამდეც ინფორმირებული იყო იმაზე, თუ როგორ ექცეოდა პატიმარი სააკაშვილი ექიმებსა და ექთნებს.
„ჩვენ ხომ ვნახეთ იმ გასაჯაროებული ვიდეოებით, თუ როგორ ატერორებს, პირდაპირი მნიშვნელობით და როგორ ძალადობს ექთნებსა და ექიმებზე, სწორედ იმ ხალხზე, ვინც ემსახურება პატიმარ სააკაშვილს. აქედან გამომდინარე, ქალბატონის აღიარება, თუ ჩვენება მის გარეშეც საზოგადოებამ უკვე ნახა", - აცხადებს ზარქუა.
„იმედის კვირამ" მიხეილ სააკაშვილის მედდასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მედდა განმარტავს, თუ როგორ ძალადობს ექსპრეზიდენტი „ვივამედის" სამედიცინო პერსონალზე.