რეზონანსი
28.01.2023

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, შიდაპარტიულ არჩევნებში რეგისტრირებული ამომრჩევლების 51%-მა თავისი არჩევანი დააფიქსირა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში" მეორე ტური არ იქნება, რადგან პარტიას დასაკარგი დრო არ აქვს.

„მინდა „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე არჩევნებს გამოვეხმაურო. ამ დროისთვის, 51%-ზე მეტმა ამომრჩეველმა თავისი ხმა დააფიქსირა. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" არანაირი მეორე ტური არ იქნება, ამ პარტიას დასაკარგი დრო არ აქვს. ჩვენდა სამწუხაროდ, ისედაც ბევრი დავკარგეთ.

ახლა მინდა დარჩენილ 49%-ს მოვუწოდო, რომ სასწრაფოდ მისცენ ხმა და ცვლილებების თანამონაწილენი გახდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ნაციონალური მოძრაობა" და ის ამომრჩეველი, ვისაც მოქმედება, მოძრაობა და ბრძოლა უნდა, დამაჯერებლად მოიგებს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×