რეზონანსი
28.01.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილის გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუს ეხმიანება, სადაც აღნიშნა, გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

„სააკაშვილის საქართველოში ქურდული გზით შემოპარვის უკან გარე ძალები იდგნენ ერთი მიზეზით და მიზნით, რომ მათ ქაოსისა და არეულობის საფუძველზე დანაშაულებრივად ჩაეგდოთ ხელისუფლება ხელში და ახლა ფაქტობრივად აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ მისი აქ შემოპარვა იყო არა მისი, არამედ სხვისი დაგეგმილი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×