რეზონანსი
28.01.2023

გერმანია ეხმარება კიევს, რომ ომი მის საზღვრებს არ მიუახლოვდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც ვრცლად ისაუბრა გერმანიის პოლიტიკურ კურსზე რუსეთთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

როგორც ოლაფ შოლცი აღნიშნავს, ითვალისწინებს არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, ასევე გერმანიის უსაფრთხოების საკითხსაც.

„ჩვენი მიზანი მკაფიოა - რუსეთმა ვერ უნდა შეძლოს საზღვრების გაფართოება ძალის გამოყენებით", - აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, გერმანელებს სურთ მშვიდობა ევროპაში, რომ ომი მათ არ მიუახლოვდეთ.

როგორც გერმანიის კანცლერი განმარტავს, გერმანიის საგარეოპოლიტიკური კურსი სამი პრინციპისგან შედგება - უკრაინის ჰუმანირატული, ფინანსური და სამხედრო -ტექნიკური მხარდაჭერისგან; კონფლიქტის ესკალაციისა და მისი რუსეთსა და ნატო-ს შორის ომში გადაზრდის აღკვეთა; აშშ-ის ხელმძღვანელობით მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ყველა ქმედებაში მჭიდრო კოორდინაცია.

როგორც კანცლერი აღნიშნავს, უკრაინაში ომის დაწყებიდან, გერმანიის ხელისუფლება მოზომილ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც ყოველთვის თანხმდება საერთაშორისო დონეზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×