რეზონანსი
28.01.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის „შპიგელთან" ინტერვიუში გაკეთებული განცხადება აღიარებითი ჩვენებაა.

იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა სააკაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც ის ამბობს, რომ „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო".

„ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ სააკაშვილის საქართველოში ქურდული შემოპარვის უკან გარე ძალები იდგნენ, ერთი მიზეზით და მიზნით, რომ მათ რამენაირად, ქაოსის და არეულობის საფუძველზე, დანაშაულებრივად ჩაეგდოთ ხელისუფლება ხელში. ახლა, ფაქტობრივად, აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ მისი აქ შემოპარვა იყო არა მისი, არამედ სხვისი დაგეგმილი", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ამასთან, იონათამიშვილის თქმით, ინტერვიუში სააკაშვილის მიერ გირგვლიანის საქმეზე გაკეთებული კომენტარი ამორალობაა.

„ცალკე ამორალურობას უსვამს ხაზს, რასაც ის დღეს საუბრობს გირგვლიანის საქმეზე და მერაბიშვილზე. ის იმას კი არ ნანობს, რომ ახალგაზრდა კაცი აწამეს, მოკლეს და შემდეგ მკვლელებს დააფარეს ხელი, არამედ 18 წლის მერე ნანობს, რომ გირგვლიანის საქმე არ გამოიყენა მერაბიშვილის წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ 2023 წელს უფრო ამორალურია „ნაციონალური მოძრაობა", ვიდრე 2005 წელს", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×