რეზონანსი
28.01.2023

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან" „პოზიტიურამდე" გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში სააგენტო ინფლაციის შესახებაც აკეთებს პროგნოზს. Fitch-ი 2023 წლის ბოლოს ინფლაციის 5.2%-მდე შემცირებას ელის, რასაც მათი შეფასებით, გამოიწვევს საერთაშორისო ბაზრებზე სურსათზე ფასის შემცირება, ასევე ქვეყნის შიგნით მოთხოვნის ნორმალიზება, რამაც მიგრანტების გამო, გასულ წელს პიკს მიაღწია.

რაც შეეხება 2024 წელს, სააგენტო საქართველოში წლიურ ინფლაციას 3.9%-ის ფარგლებში პროგნოზირებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2023 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს, რის პარალელურადაც, ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების თაობაზე იმსჯელებს. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, სებ-ის პროგნოზით, ის 5.3%-ის ფარგლებში იქნება.

ცნობისთვის: 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 9.8% იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×