რეზონანსი
28.01.2023

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალს გლოვობენ. ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, სამუშაოდ წასული დალი ელიზბარაშვილი პოლიციამ გარდაცვალი იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალის სიკვდილის პირველად მიზეზად სუიციდს ასახელებს, ოჯახი კი ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა და ხელახალ ექსპერტიზას ითხოვს.

„პოლიციამ გვითხრა, რომ ეჭვმიტანილი ჰყავდათ აყვანილი, შემდეგ ჩვენ რომ დავიწყეთ თუ ეჭვმიტანილი ჰყავდა აყვანილი, რატომ გვითხარით, რომ თვითმკვლელობა იყო, რამოდენიმე ხნის შემდეგ გვეუბნებიან, რომ უი ბოდიში, შეგვეშალა. ეჭვმიტანილი არ გვყავს აყვანილი. ჯერ ამბობდნენ, რომ თავი ჩამოიხრჩო, შემდეგ სხვა ვერსიებს, შემდეგ ეჭვმიტანილი ავიყვანეთთ, შემდეგ ბოდიში, არ გვყავს აყვანილიო",- ამბობს ნიკა ელიზბარაშვილი, გარდაცვლილის შვილი.

ბათუმიდან მშობლიურ სოფელში გადასვენების შემდეგ, ოჯახის წევრებმა ქალის ცხედარზე დაზიანებები აღმოაჩინეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ 42 წლის დალი ელიზბარაშვილი ჯერ აწამეს, შემდეგ კი მოკლეს.

დალი ელიზრაბაშივლი ბათუმში ქირით ცხოვრობდა და მუშაობდა. სამართალდამცველებმა ოჯახს უთხრეს, რომ დალი ელიზბარაშვილი აბაზანაში გარდაცვლილი ნახეს.

„ეს არის ნაცემი! ნატანჯი და ნაწამებია ჩემი შვილი. ხან რას იტყვიან, ხან რას. რას მიბრმავებენ თვალებს. ვის სცემა? ვინ მომიკლა? ლაპარაკობენ ვითომ დაიხრჩო თავიო, რატომ უნდა დაეხრჩო თავი?" ,- ამბობს მანანა ელიზბარაშვილი, გარდაცვლილის დედა.

გარდაცვლილი 42 წლის ქალის ცხედარი 25 იანვარს ნახეს.

წყარო: მთავარი ახრი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×