რეზონანსი
28.01.2023

მნიშვნელოვანი შეფასება არის Fitch-ის მიერ და ვფიქრობ, ლოგიკური იმის, თუ როგორი მაკროეკომომიკური პოლიტიკა გაატარა საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა, განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო პანდემია, პანდემიის შემდეგი პერიოდი და უკვე ომი, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, სწორედ არის შეფასებაში აღნიშნული ის დადებითი მომენტები, რაც არის სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარება ეროვნული ბანკის მიერ.

„სწორად არის ასევე შეფასებული დოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები, სავალუტო რეზერვების დაგროვება ეროვნული ბანკის მიერ, მიმდინარე ანგარიშოს დეფიციტის რეკორდულ დონემდე შემცირება, ფისკალური კონსოლიდაცია, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია არის, რათა მდგრადი იყოს ქვეყნის ფინანსები და ამავე დროს დაეხმაროს ეს ინფლაციის შემცირებას. ვფიქრობ, ეს არის ლოგიკური ნაბიჯი ასევე იმისკენ, რომ მომავალში უკვე მოხდეს სუვერენული რეიტინგის კიდევ ერთი ბიჯით გაუმჯობესება, რაც მხოლოდ ერთ ნაბიჯს დატოვებს საინვესტიციო რეიტინგამდე და ვფიქრობ, ესეც აუცილებლად მოხდება. როგორც ადრეც აღმინიშნავს, რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, ძალიან დიდი ალბათობით, დღეს უკვე საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა საქართველოს", - განაცხადა გვენეტაძემ.

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×