რეზონანსი
28.01.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას" ღირსეული დასასრული აქვს, როდესაც ლევან ხაბეიშვილი იქნება პარტიაში ცვლილების სიმბოლო.

„ნაციონალური მოძრაობა" უკვე დაზიანდა და დაზარალდა. ჯერ ისედაც ხომ გაკოტრებული იყო და ახლა ცვლილება, როგორც ამას პარტიაში უწოდებენ, შეიძლება შემოიტანოს კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა. ჩანაწერები, ერთმანეთის მოსმენა, კომპრომატები, შანტაჟი - ეს იყო მათი ხელწერა და ამიტომ უთხრა მოსახლეობამ მათ პარტიას უარი 2012 წელს. ზუსტად იმავეს აგრძელებენ და განახლება დაარქვეს თურმე მერაბიშვილის მიერ კულუარებიდან მართვას. ღირსეული დასასრული აქვს ამ პარტიას, როდესაც ხაბეიშვილი იქნება ცვლილების სიმბოლო", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

28-29 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×