რეზონანსი
26.01.2023

რაც შეეხება პატიმრის სამკურნალოდ გადაყვანას საზღვარგარეთ, მსგავს პრეცედენტს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და, ბუნებრივია, ჩვენც პატიმარს ვერ გავიყვანთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ბუნებრივია, დაცვის მხარესაც აქვს და ისინიც არ აჟღერებენ ამ მოთხოვნას; და ჩვენ მოწოდებებით ვერ ვიმოქმედებთ, ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართული ბრიფინგის დროს.

მინისტრის თქმით, უწყება მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.

„ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც დადგენილია საქართველოში. საქართველოს კონსტიტუცია არის თითოეული ჩვენგანის, როგორც ჩემი, ისე თქვენი და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში ძირითად სამართლებრივ წესრიგს და მას ებმის მთელი დანარჩენი კანონმდებლობა. რაც იქნება გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ ამით", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×