
როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, მაშინ, როდესაც პარტიასთან შეწყვეტილი იყო ყველანაირი ფინანსური ურთიერთობა, ამ დროს, პარალელურად მიმდინარეობდა რიგ პირებთან თავიანთი პროექტების დაფინანსება, რაც ვფიქრობ, ძალიან არასწორია და ჯანსაღი ვერ იქნება, - ამის ბაჩო დოლიძემ უპასუხა კითხვას - როდის გაჩნდა დავით კეზერაშვილის არაფორმალური მმართველობა პარტიაში და კონკრეტული ადამიანების გადაბირების ინტერესი.
მან აღნიშნა, რომ მათ შორის ასეთია „ანტიკორუფციული მოძრაობა". მისივე თქმით, ეს ცუდი პროცესი მეორე მხარემ დაიწყო. „კიდევ ერთხელ მინდა გავახსენო, ეს პროცესი ჩვენი დაწყებული ნამდვილად არ არის, ჩუმად ბრიფინგი ჩვენ არ ჩაგვინიშნავს, ეს ბრძოლა ჩვენ არ გაგვიმართავს", - განმარტა დოლიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. თავმჯდომარის თანამდებობა ერთია, მსურველი კი ოთხი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.