რეზონანსი
26.01.2023

პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი, დავით უსუფაშვილი სააპელაციო სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახეზეა პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკური შემთხვევა.

მისივე თქმით, პარტია „ლელო" და მისი მხარდამჭერები კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გააგრძელებენ ბრძოლას.

„პირველ რიგში, გავერკვეთ კარგად დღეს სააპელაციო სასამართლოში რა მოხდა. აი, ამ სასამართლოშიც კი პროკურატურას ხელმეორედ დაემხო თავზე თავდაპირველი ბრალდება, სამი წლის განმავლობაში როდესაც სასამართლოში ამ ხალხს ე.წ. ფული გათეთრების თაობაზე ატარებდნენ. პირველ ინსტანციაშიც პროკურატურამ წააგო და ამ სასამართლოში სააპელაციომაც კი ვერ გაბედა, რომ პროკურატურის ეს შეთითხნილი ბრალდება დაედასტურებინა. პირველი ეს მოხდა, მეორე ვინაიდან ეს შეთითხნილი ბრალდება პროკურატურას თავზე დაემხო და ხელისუფლებისთვის წარმოუდგენელია, რომ ვინმე გამართლდეს მისი დევნის შემდეგ, ამიტომ მეორე შეთითხნილი ბრალდება, რომელიც თითქოს ხანდაზმულია და ამიტომ დაპატიმრებული არ არიან და ასე შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ჩვენ სახეზე გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკური შემთხვევა, რასაც პროკურატურა ჯაფარიძე-ხაზარაძეს-წერეთელს ედავებოდა, ორმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო სისულელე და არასწორი, ამ ნაწილში ყველა გამართლდა, რასაც პროკურატურა არასდროს არ ედავებოდა, სასამართლოებმა თვითონ დააკისრეს სასჯელი, რომელიც ამავდროულად გააქარწყლეს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×