რეზონანსი
26.01.2023

არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, ვერავინ აიძულებს მას, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც CS Victims-ის სტატიას გამოეხმაურა.

„საზოგადოება უკვე ფართოდ არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რა ხდება „კრედიტ სუისში" ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ თანხებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, გაუგონარი პროცესები წარმოებს, რაც დაკავშირებულია თანხების მიტაცებასთან. ჩვეულებრივი ყაჩაღობაა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია პრაქტიკულად გაცამტვერებულია და ამის თაობაზე საერთაშორისი მედია ფართოდ საუბრობს. აქ მთავარია, რა არის მოტივი.

მოტივი ცალსახად არის პოლიტიკურია, რაზე მინიშნებებიც უკვე ჰქონდა თავად „კრედიტ სიუსს", რომელმაც მიუთითა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ამ თანხების დაკავებასთან კავშირში და თავად ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ, თავის წერილში გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ ყველაფრის თავი და თავი არის პოლიტიკური შანტაჟი. ბუნებრივია, ჩვენ ვხვდებით დაახლოებით, ზუსტადაც, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. მინიშნება არის, რომ ვიღაცებს სურთ, აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ იცნობენ ისინი ბიძინა ივანიშვილს, ვერავინ აიძულებს მას, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×