რეზონანსი
26.01.2023

„ხალხის ძალის" ლიდერი სოზარ სუბარი, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ამერიკელი ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას ეხმაურება.

„ოჯახმა მოიკვეთა, საკუთარმა პარტიამ შერისხა, კონგრესი დაატოვებინეს და ახლა საქართველოს კომენტატორი გახდა?

ბატონი კინზინგერი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს. შესაბამისად, 15 წელია, რუსეთს არც ელჩი ჰყავს საქართველოში და ვერც ვერავის დავიბარებთ, მაგრამ შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას.

ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები", - წერს სოზარ სუბარი.

ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს ასე გამოეხმაურა: „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართულო ოცნებავ", იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?" - წერს ადამ კინზინგერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×