რეზონანსი
25.01.2023

ჩვენც გვექნება ჩვენი მოსაზრებები, ვიმსჯელებთ პროექტის ავტორებთანაც. ეს პროცესები გახსნილია და საზოგადოებასაც შეუძლია ჩართული იყოს ამ პროცესში. ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ობიექტი შეემატება თბილისს. ეს ტერიტორია თავიდან ბოლომდე მოწესრიგდება და ერთ-ერთი მიზიდულობის წერტილი იქნება თბილისში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ „ქრონიკაში" „ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე საუბრისას განაცხადა.

„ყველა ვხედავთ რა მდგომარეობაა ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე, არის აბსოლუტურად დეგრადირებული, მოხდება ამის მოწესრიგება და ვფიქრობ, მნიშვნელოვან, ახალ, კარგ არქიტექტურულ ობიექტს შეიძენს თბილისი.

ის, გადაწყვეტილება, რომ „ლაგუნა ვერეს" აუზი დაუბრუნდეს ჩვენს ქალას, არის კარგი გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი შენაძენი. აუზი აღდგება იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო და განახორციელებს შესაბამისს მომსახურეობას ქალაქისთვის.

დღეს, ნებისმიერი ციფრების დასახელება, რომ ეს არის 65-სართულიანი და აქ იქნება 10 საცხოვრებელი ბინა, ეს არის სპეკულაცია, ასეთი ციფრები ოფიციალურ დოკუმენტებში არ არსებობს. შეიძლება იყოს 59 სართულიანი, შეიძლება იყოს 63 სართულიანი, ამაზე დღეს ვერ ვისაუბრებთ. დამკვეთმა და პროექტის ავტორებმა დღეს შემოგვთავაზეს როგორ უყურებენ ისინი ამ ტერიტორიის განვითარებას", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ლაგუნა ვერეს" საკითხზე თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს" ინფრასტრუქტურა და მეტიც - ტერიტორია საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×