რეზონანსი
25.01.2023

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ლეოპარდების გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას.

"რამშტეინ 8-ის შეხვედრიდან 120 საათის შემდეგ, ლეოპარდების ნებართვა მივიღეთ! კოალიცია „ლეოპარდმა" პარტნიორებთან ერთად იმუშავა!

მართლაც, ლეოპარდები კარგად გამოიყურებიან უკრაინაში!

ეს იყო გრძელი და რთული გზა, ათობით მოლაპარაკება, თუმცა შედგეს მაინც მივაღწიეთ! მადლობა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, მადლობა ყველა უკრაინელს, ვისაც გამარჯვების სურვილი აქვს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მოლაპარაკებების დროს ეს სურვილი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი იყო. დიდი მადლობა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, ჩემს კოლეგას - გერმანიის ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს , გერმანელ ხალხსა და ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა! დიდება უკრაინას!", - წერს ოლექსეი რეზნიკოვი.

ცნობისთვის, გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×