რეზონანსი
25.01.2023

ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] არის კერძო კლინიკაში, საუკეთესო პირობებში, მაგრამ თვითდაზიანების პოლიტიკას ახორციელებს, იმიტომ რომ მას არ სურს, რომ მოიხადოს კანონიერი სასჯელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ სპეკულირებას არ შეეშვება. ეს არის სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოპარვიდან დაწყებული ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის გაგრძელება. ზოგადად „მაგნიტსკის სია" გამომდინარეობს იმ ფენომენიდან, რაც კონკრეტულად მას დაემართა - ის ციხეში ისე გარდაიცვალა, რომ ექიმი არ შეუშვეს მასთან. თქვენ ხომ ხედავთ, აქ რა ვითარებაა - ადამიანი არის კერძო კლინიკაში, საუკეთესო პირობებში, მაგრამ თვითდაზიანების პოლიტიკას ახორციელებს, იმიტომ რომ მას არ სურს, რომ მოიხადოს კანონიერი სასჯელი. თუ „მაგნიტსკის სიის" ავტორები, ამ მაგნიტსკის ფენომენს ასეთ სპეკულანტურ პოლიტიკურ ფარსში გადაიყვანენ, მაშინ რაღა აზრი აქვს საერთოდ ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლას, როდესაც თურმე შეიძლება ეს პოლიტიკური სპეკულაციის და სიმულაციის საგანი გახდეს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„მაგნიტსკის აქტის" თანაავტორი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თხოვნით ქართულ სიაზე მუშაობს, საკითხებს მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან ათანხმებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბილ ბროუდერი ავრცელებს და წერს, რომ ის თემურ ალასანიას და სააკაშვილის უცხოელ ადვოკატს შეხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×