რეზონანსი
25.01.2023

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 6 წლის ბავშვს და მის 30 წლამდე დედას ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც ქვეითად გადაადგილდებოდნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკიდან გაწერეს, ხოლო 6 წლის ბიჭს მარცხენა ლავიწის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, რის გამოც კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×