რეზონანსი
24.01.2023

ნიკა მელია საკუთარმა მხარდამჭერებმა გაყიდეს? - ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ რამდენიმე დღის წინ კობა ნაყოფია, რომელიც მელიას მხარდამჭერად ითვლება, დავით კეზერაშვილს საზღვარგარეთ შეხვდა. არადა მელია ამტკიცებს, რომ სწორედ ნაყოფია იყო ის პირი, ვის პარტიიდან გაშვებასაც კეზერაშვილი სთხოვდა და მასთან დაპირისპირებაც სწორედ ამის გამო წარმოიშვა. თუმცა ირკვევა, რომ ნაყოფია სიტუაციის დალაგებას კეზერაშვილთან თავად ცდილობს. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ კობა ნაყოფიას თბილისში ჩამოსვლას ელოდება. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გუნდს უნდა აუხსნას, რის გამო შეხვდა უკრაინაში დავით კეზერაშვილს და რა იყო მათი საუბრის შინაარსი.

როგორც for.ge-ს პარტიიდან სანდო წყარო უყვება, გაჩნდა მოსაზრება, რომ უკვე ჩაძირულ მელიას ნაყოფიაც განუდგა, რომელიც ახლა თავის გადარჩენას ცდილობს. ის ფიქრობს, რომ შესაძლოა კეზერაშვილ-მერაბიშვილს ადეიშვილიც კი შეურთდეს, ამიტომ ნაყოფია ცდილობს, რომ 2024 წლამდე სიტუაცია ახალ ბოსებთან დაალაგოს. ასევე პარტიის წევრები ეჭვობენ, რომ ნაყოფიას მერაბიშვილმა მელიას ფარული ჩანაწერები მოასმენინა, სადაც სააკაშვილს კიდევ უფრო უშვერი პირით აგინებს, ვიდრე ეს საჯაროდ გამოქვეყნდა. ამიტომ, პარტიის ერთ ნაწილში გაჩნდა ეჭვი, რომ ნაყოფიამ მელია 2024 წლის სიაში ადგილებზე და პარტიაში გავლენაზე გაცვალა.

მოლაპარაკების ამბავი ლევან ხაბეიშვილმა გათქვა. ის მელიასგან პასუხს ითხოვს, რატომ შეხვდა ნაყოფია კეზერაშვილს.

„გაგვცეს პასუხი, მათ შორის, ნიკა მელიამ და აგვიხსნას, რა ხდება, რატომ არის კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილთან შეხვედრებით დაკავებული. მეორე მთავარ კითხვაზე გასცეს პასუხი, 2020 წელს რატომ იყო მიშა სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატის წინააღმდეგი „ნაციონალური მოძრაობიდან“? - თქვა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილს პასუხს მელიას მხარდამჭერი ბაჩო დოლიძე სცემს.

„ვიცი მხოლოდ ის, რომ შეხვდნენ. კობა რამდენიმე დღეში, როგორც ვიცი, საქართველოში იქნება და შესაბამისად, თვითონ აპირებს ამაზე საუბარს. შეხვედრის შესახებ არც თუ ისე დიდი ხნის წინ შევიტყვე პირადად მისგან, მაგრამ დეტალებს ნამდვილად არ ჩავურღმავდი, იმიტომ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სჯობს ისევ კობამ ისაუბროს. ზოგადად, სხვა საკითხებთან მიმართებაშიც, მე ვფიქრობ კობა უფრო კარგად გასცემს პასუხებს. ნამდვილად არ მინდა არც სპეკულირება არც ერთი ადამიანით და არც ერთი საკითხით. რაც ვიცი, იმაზე შემიძლია საუბარი, რაც არ ვიცი, იმაზე, უბრალოდ, არ ვიკადრებ“, - ამბობს ბაჩო დოლიძე, რომელიც მელიას მხარდამჭერია.

არსებობს ვერსია, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის კობა ნაყოფიას გადმობირებას სიაში მისი ხალხის ჩასმით ცდილობენ. შესაძლოა, მელიას წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი კომპრომატი არსებობს, რომელიც ნაყოფიას გააცნეს. ამიტომ მის გადასაბირებლად ბევრი ხერხი შესაძლოა კეზერაშვილმა და მერბიშვილმა გამოიყენონ.

წყარო: for.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×