რეზონანსი
24.01.2023

ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის. საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ვიმედოვნებთ, რომ ის ასევე გახდება კანდიდატი ქვეყანა, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირთან ევროსაბჭოს ურთიერთობა ურთიერთგაგების მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც 2007 წელს გაფორმდა.

„ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა ურთიერთგაგების მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც 2007 წელს გაფორმდა. ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. ევროსაბჭო გაიზარდა, მაგრამ ევროკავშირი კიდევ უფრო გაფართოვდა. ალბათ, ჩვენ შეგვიძლია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურება. ჩვენ ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის. საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ვიმედოვნებთ, რომ ის ასევე გახდება კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, დასავლეთ ბალკანეთის მიღმა რაოდენობა ფართოვდება იმ წევრების ხარჯზე, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში არიან. ასე რომ, ჩვენ გვაქვს, სტანდარტები, გზები და საშუალებები, რომლებიც ჩვენთვის სასარგებლო იქნება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობები სამომავლოდ უფრო ფართო და მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×