რეზონანსი
24.01.2023

„გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, დაშლის პროცესში მაგალითი „ევროპული საქართველოდან" აიღონ.

„ყველასთვის სჯობს, რომ „ნაცმოძრაობა" ჩუმად დაიშალოს, ჩხუბის და რაღაცების გარეშე. თუ მაინც და მაინც არ იციან ზუსტად, როგორ შეიძლება დაიშალონ, „ევროპული საქართველოდან" შეიძლება კარგი მაგალითის აღება. დაშლა უხმაუროდ მათ ყველაზე კარგად და კვალიფიციურად იციან", - განაცხადა ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ არჩევნების დროს მელიას მიუღია საჩუქრები და ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც დღეს დადის, რასაც მელიამ სოციალურ ქსელში უპასუხა და აღნიშნა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრებმა ჩათვალეს, რომ სჭირდებოდა დაცვა და, შესაბამისად, დამატებითი ავტომობილი. მელია წერს, რომ დაცვას ოჯახის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი გადასცა, თავად კი პარტიის ავტომობილით სარგებლობდა, რომელიც კობა ნაყოფიას თხოვნით „ნაცმოძრაობას" ზაზა ოქუაშვილმა ათხოვა.

„ბატონებო, კეზერაშვილის „ნაჩუქარი" ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია. დავით კეზერაშვილი, დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?", - წერს მელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×