რეზონანსი
24.01.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ბელარუსიდან რუსი სამხედროების შეტევის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს წარუმატებელი იქნება.

„უნიანის" ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ბელარუსის განცხადებაზე უკრაინასთან „თავდაუსხმელობის პაქტის" ხელმოწერის შესახებაც.

„რასაც უკრაინა გთავაზობთ, თქვენ გესმით. ჩვენ ბელარუსზე თავდასხმას არ ვაპირებთ და არც არასოდეს ვაპირებდით. ეს არის მთავარი სიგნალი ბელარუსი ხალხისადმი", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბელარუსმა არ დაკარგოს დამოუკიდებლობა და არ ჩაერთოს ამ „აბსოლუტურად სამარცხვინო ომში".

„რაც შეეხება ამ მიმართულებას... მე ვხედავ, რომ ბელარუსის მოსახლეობის უმრავლესობას, დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებელი ბელარუსის სამხედროების უმრავლესობას არ სურს თავდასხმა და ძალით იარაღით უკრაინული საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა " , - განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ უკრაინა გაოცდება, თუ ბელარუსის ჯარები ამ მიმართულებით თავდასხმას განახორციელებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×