რეზონანსი
24.01.2023

ევროკავშირის, ასევე აშშ-ის მხრიდანაც არაერთხელ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველო იცავს წესებს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გახლავთ შემოტანილი ომის პერიოდში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან" განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო შესაძლებლობების ფარგლებში, უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერს აკეთებს.

„ამ ასამბლეის ფარგლებში ასეთი ბრალდებები და კითხვები არ ყოფილა საქართველოს მიმართ. მეტსაც გეტყვით, მაღალი დონის შეხვედრები, რომელიც შედგა, ჩვენი გუნდის ლიდერებსა და ევროპის საბჭოს ფარგლებში მაღალი დონის პოლიტიკოსებს შორის, ასევე იქაც არ ყოფილა ამაზე საუბარი. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის, ასევე აშშ-ის მხრიდანაც არაერთხელ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველო იცავს წესებს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გახლავთ შემოტანილი ომის პერიოდში და მეტიც, საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია უკრაინის მხარდასაჭერად. შესაძლოა იყვნენ ცალკეული პოლიტიკოსები, ვისაც აქვთ ამასთან დაკავშირებით კითხვები. ბრალდებებიც ვნახეთ, მაგრამ ამის უკან დგას კონკრეტული ვიწროპარტიული ინტერესები და ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რას ემსახურება ეს ყველაფერი", - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×