რეზონანსი
09.12.2022

რუსეთის პატრიარქის, კირილ გუნდიაევის "მარჯვენა ხელი" ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი საქართველოში ჩამოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მირტოპოლიტი რუსეთის პატრიარქ კირილესა და რუსული პოლიტიკის მიმართ ერთგულებით გამოირჩევა. ის დაახლოებულია რუსეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთის მიერ ძალადობრივად მიტაცებული უკრაინის ტერიტორიების ოფიციალურად რუსეთის ტერიტორიებად აღიარების ცერემონიალს კრემლში, რუსეთის ეკლესიის სახელით, სწორედ მიტროპოლიტი ანტონი ესწრებოდა.

მიტროპოლიტი ანტონი უკვე ეწვია ანტიოქიის, იერუსალიმის, სერბეთის და ბულგარეთის საპატრიარქოებს, ახლა კი ჯერი საქართველოს და რუმინეთის საპატრიარქოებზეა.

მიტროპოლიტი ანტონი არ ეწვია კონსტანტინეპოლის და ალექსანდრიის საპატრიარქოებს, რადგან მათ უკვე სცნეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.

საქართველოში, მიტროპოლიტი ანტონის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს საპარტიარქოს ჯერ-ჯერობით ინფორმაციას არ გაუვრცელებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×